როდოსი: ლუნა პარკში ატრაქციონი მწყობრიდან გამოვიდა – დააკავეს პარკის მფლობელი
როდოსი: ლუნა პარკში ატრაქციონი მწყობრიდან გამოვიდა – დააკავეს პარკის მფლობელი
კუნძულ როდოსზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, როდესაც ატრაქციონი მწყობრიდან გამოვიდა და 4 ახალგაზრდა სწრაფად მბრუნავი ატრაქციონიდან უეცრად ადგილიდან მოწყდა და მიწაზე დაენარცხა, ლუნა პარკის მფლობელი დააკავეს.
ხალხით გადაჭედილ ლუნა პარკში ატრაქციონიდან სავარძელი, რომელზეც 4 ახალგაზრდა იჯდა, პარასკევს ღამით მოწყდა.
საბედნიეროდ ვარდნისას ახალგაზრდებს სხეულის მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ. მაგრამ როგორც გავრცელებული ვიდეოდან ჩანს უბედური შემთხვევა საკმაოდ მძიმედ შეიძლებოდა დასრულებულიყო.
პოლიციამ 2 პირი დააკავა. ლუნა პარკის მფლობელი და ატრაქციონების გამართულად ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირი, პარკის მფლობელის ნათესავი.
დაკავებულებს ბრალი გაუფრთხილებლობით სხეულის დაზიანებების მიყენებაში ედებათ.
