Latest news
ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა ვიოლანდა: ქარხნის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ ვიოლანდა: ქარხნის მფლობელს დაკითხვაზე გადაიყვანეს სისხლისგან იცლებოდა, მაგრამ გასაღებს მაინც არ მაძლევდა - აცხადებს 64 წლის კაცი, რომელმაც საკუთარ ძმა... ტაქსის მძღოლები 3 დღიან გაფიცვას აცხადებენ ქაოსი ქუთაისი-სალონიკის ფრენაზე იყო თუ არა ელექტრო ავტომანქანა, რომელსაც ეთნიკი ოდოსზე ცეცხლი გაუჩნდა თავისუფალი თეატრი 20 თებერვალს 24 საათით გაიფიცება არღირუპოლი: 22 წლის ბიჭი საავადმყოფოში სხეულის მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს დღეიდან ვიოლანდას მფლობელის მეორე ქარხანა Vitafree-ც დაიკეტება
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
საბერძნეთი

როდოსი: მოსახლეობა შიშობს, რომ კრემასტის მდინარეში ნიანგი ბინადრობს, რომელიც თავს ესხმის მაცხოვრებლებს

ოთხშაბათს დილით როდოსში, კრემასტის რეგიონის მაცხოვრებლები უჩვეულო ინციდენტის წინაშე აღმოჩნდნენ.

კერძოდ, კრემასტის დასახლებაში შიში და შეშფოთება გამოიწვია ქვეწარმავლის მსგავსი დიდი ცხოველის არსებობამ.

ადგილობრივი მაცხოვრებლების ჩვენებით, ეს დიდი ცხოველი მდინარეში,  ლერწმებში იმალება და ძალიან ჰგავს ნიანგს!

მოტოციკლით გამვლელი წყვილი ჰყვება, რომ აღნიშნული ცხოველი მათ მოტოციკლის უკანა მხრიდან დაესხა თავს და შემდეგ ლერწმებში მიიმალა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის სატყეო დეპარტამენტთან და ვეტერინარულ ორგანოებთან კონსულტაციის შემდეგ  სასწრაფოდ მოახდინა მობილიზაცია ინციდენტთან დაკავშირებული ფაქტების და ჩვენებების შესასწავლად.

გამოძიების დაწყებიდან დღემდე  ქვეწარმავალი, რომელიც მოსახლეობის მიერ აღწერილის მსგავსი იქნებოდა, მიუხედავად ძიების პროცესის მთელი სერიოზულობისა, ვერ იპოვეს.

ინციდენტი შეიძლება ძალიან ჰგავს ხუმრობას ან  სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის სცენარს, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო დროს ქვეყანაში უკანონოდ  შეყვანილია ბევრი ეგზოტიკური ცხოველი, რომლებსაც ფლობენ როგორც შინაურ ცხოველებს, მაგალითად დიდი ზომის გველები და ა.შ. ასევე საკმაოდ ხშირია საბერძნეთის მრავალი რეგიონის ქუჩებში მათი უპატრონოდ მიტოვების ფაქტებიც.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *