როდოსი: მოხუცი ცოლ-ქმარი რომლებიც 75 წელი ცხოვრობდნენ ერთად ერთ დღეს გარდაიცვალნენ
ორშაბათს ღამით, კუნძულ როდოსზე ხანდაზმული ცოლ-ქმარი, რომლებმაც 75 წელი იცხოვრეს ერთ ჭერქვეშ, ერთსა და იმავე დღეს, სამი საათის ინტერვალით გარდაიცვალნენ.
ჯერ 97 წლის ქალი გარდაიცვალა, სამი საათის შემდეგ კი მისი 98 წლის ქმარი, რომელმაც ვერ გაუძლო მეუღლესთან განშორებას რომელთან ერთადაც 75 წელზე მეტი ცხოვრობდა.
გარდაცვლილები არიან 98 წლის ანასტასიოს დიაკონიკოლასი და მისი 97 წლის მეუღლე დესპინა, რომლებიც განსაკუთრებით უყვარდათ ადგილობრივებს.
გავრცელებული ცნობით, როდესაც 97 წლის ქალის გარდაცვალება დადასტურდა, მისმა მეუღლემ ძლიერი ემოციური მუხტის ფონზე დისკომფორტი იგრძნო და ცოტა ხანში პირველი გულის გაჩერება განიცადა.
შემთხვევის ადგილზე მაშინვე მივიდა ხანდაზმულის ახლობელი კარდიოლოგი, რომელმაც მოახერხა 98 წლის მოხუცის გულის ამუშავება, თუმცა რამდენიმე წუთში მას მეორე ინფარქტი დაემართა, რომელიც ფატალური აღმოჩნდა, მიუხედავად ექიმის ძალისხმევისა.