Latest news
იოანინა: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 წლის მოტოციკლეტისტი მძიმედ დაშავდა ევია: ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა გლიფადაში ბავშვის გატაცება სცადეს პოლიციამ დააკავა 17 წლის ბიჭი, რომელიც დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან ერთად მოხუცებულებს ძარცვავდა სალონიკი: ახალგაზრდების სახიფათო თამაშები - სოც.მედიაში შემაშფოთებელი ვიდეოკადრები ვრცელდება კადრები ტაქსისტების საპროტესტო მსვლელობიდან ტაქსის მძღოლების გაფიცვა 15:00 საათამდე გასტანს ფლორინა: 14 წლის ბიჭს ბრალი 7 წლის ბიძაშვილის გაუპატიურებაში ედება სალონიკი: პოლიციამ 17 წლის ბიჭი მინი-მარკეტის გაძარცვისთვის დააკავა კლიმატური ცვლილებების გავლენა საბერძნეთზე - იანვრის თვის ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელმა 3 გრადუსზ...
პარასკევი, იანვარი 24, 2025
საბერძნეთიUncategorized

როდოსი: სკოლის დირექტორი იხსენებს სახიფათო Superman-ის გამოწვევას, რომლის შედეგადაც 13 წლის ბიჭი მძიმედ დაშავდა

როდოსი: სკოლის დირექტორი იხსენებს სახიფათო Superman-ის გამოწვევას, რომლის შედეგადაც 13 წლის ბიჭი მძიმედ დაშავდა

სკოლის დირექტორმა გაიხსენა კალითიონის გიმნაზიაში მომხდარი უბედური შემთხვევის დეტალები, რომლის შედეგადაც 13 წლის სკოლის მოსწავლე მძიმედ დაშავდა.

შეგახსნებთ, რომ არასრულწლოვნებმა ინტერნეტ პლატფორმა Tiktok-ზე გავრცელებული Superman-ის გამოწვევის შესრულება სცადეს, თუმცა თანატოლის დაჭერა ვერ შეძლეს და დაცემის შედეგად 13 წლის ბიჭმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.

ტელემაუწყებელ MEGA-სთან საუბრისას სკოლის დირექტორმა განაცხადა: “აღნიშნული შემთხვევა პირველი გაკვეთილის შემდეგ, შესვენებაზე მოხდა. რამდენიმე ბავშვმა 13 წლის ბიჭი ჰაერში აისროლა. საბედნიეროდ სკოლაში იმყოფებოდა ტრენერი, რომელმაც პირველადი დახმარება გაუწია დაშავებულს. საწყის ეტაპზე ბიჭს ცხვირიდან სისხლი სდიოდა, თუმცა კომუნიკაცია თავისუფლად შეეძლო. მთხოვა, რომ არ დამესაჯა მისი მეგობრები, რომ მისი სურვილით მიიღო მონაწილეობა გამოწვევაში. სასწრაფო მაინც გამოვიძახეთ, რადგან თავის უკანა, მარჯვენა ნაწილში ორი დიდი კოპი ჰქონდა. როგორც არასრულწლოვანის დედამ მითხრა დაშავებული უკვე რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.”

შეგახსნებეთ, რომ არასრულწლოვნის რეანიმაციაში განთავსება საჭირო გახდა ეპილეფსიური შეტევების გამო, რომელიც ბიჭს საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაეწყო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *