საათობით მიტოვებული ძაღლი მზის გულზე მდგომ მანქანაში – გამვლელებმა მანქანის შუშა ჩაამსხვრიეს რათა მანქანაში გამომწყვდეული ძაღლი გაგუდვისგან გადაერჩინათ
საათობით მიტოვებული ძაღლი მზის გულზე მდგომ მანქანაში – გამვლელებმა მანქანის შუშა ჩაამსხვრიეს რათა მანქანაში გამომწყვდეული ძაღლი გაგუდვისგან გადაერჩინათ
შაბათს საღამოს, 24 აგვისტოს ევიას ერთ-ერთ სანაპიროს პარკინგზე ორმა ხანშიშესულმა ძაღლი მანქანაში დატოვა და თვითონ საბანაოდ წავიდნენ.
ალმირიხის სანაპიროზე მყოფმა დამსვენებლებმა შეაჩნიეს რომ ძაღლი მანქანაში ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ჩაამსხვრიეს მანქანის მინა და გადმოიყვანეს გამომწყვდეული ცხოველი.
ქალმა, რომელიც ვიდეოს იღებდა, განაცხადა, რომ საათობით იტანჯებოდა ძაღლი შუაგულ მზეზე, გახურებულ მანქანაში და არსებობდა საშიშროება, რომ გაიგუდებოდა.
evima.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად როდესაც წყვილი მანქანას მიუახლოვდა დიდი აგრესია გამოხატეს ხალხის მიმართ, რადგან განრიცხდნენ მომხდარის დანახვისას.
მათ წინააღმდეგ საჩვარი შეიტანა ცხოველთა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტმა ბაბი ვიორემ, ხოლო წყვილი კი მათ მანქანისთვის განზრახ მატერიალური ზიანის მიყენებისთვის უჩივის.