Latest news
ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა ვიოლანდა: ქარხნის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ ვიოლანდა: ქარხნის მფლობელს დაკითხვაზე გადაიყვანეს სისხლისგან იცლებოდა, მაგრამ გასაღებს მაინც არ მაძლევდა - აცხადებს 64 წლის კაცი, რომელმაც საკუთარ ძმა... ტაქსის მძღოლები 3 დღიან გაფიცვას აცხადებენ ქაოსი ქუთაისი-სალონიკის ფრენაზე იყო თუ არა ელექტრო ავტომანქანა, რომელსაც ეთნიკი ოდოსზე ცეცხლი გაუჩნდა თავისუფალი თეატრი 20 თებერვალს 24 საათით გაიფიცება არღირუპოლი: 22 წლის ბიჭი საავადმყოფოში სხეულის მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს დღეიდან ვიოლანდას მფლობელის მეორე ქარხანა Vitafree-ც დაიკეტება
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

სააღდგომო კალათი დღეიდან ამოქმედდება

სააღდგომო კალათი დღეიდან ამოქმედდება

სადღესასწაულო სამუშაო განრიგზე გადადიან სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები ხუთშაბათიდან, 10 აპრილიდან, ხოლო დღეიდან სუპერ-მარკეტებში ამოქმედებას იწყებს სააღდგომო კალათიც.

სააღდგომო ბაზრის საჭირო და საკმარისი პროდუქციით მოსამარაგებლად და ფასების დასარეგულირებლად პასუხისმგებელმა სამინისტროებმა უკვე შეიმუშავეს გეგმა.

შვების მომგვრელია 1-ლი აპრილიდან მინიმალური ხელფასის მატებაც მოსახლეობისთვის და სააღდგომო ბონუსიც, რომელიც მძიმე კვირის ოთხშაბათამდე, 16 აპრილამდე უნდა დაერიცხოთ კერძო სექტორში დასაქმებულებს.

სააღდგომო კალათი სადღესასწაულო სუფრისთვის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს შეიცავს, როგორიცაა ცხვრისა და თხის ხორცი, სააღდგომო შოკოლადის კვერცხები, სააღდგომო ფუნთუშა “ცურეკი” და ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სააღდგომო კალათი უკვე მესამე წელია ამოქმედებულია და წელსაც მისით სარგებლობას საბერძნეთის მოსახლეობა 7 აპრილიდან 19 აპრილამდე შეძლებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *