Latest news
დღეს ΟΑΚΑ-ს სცენაზე ლეგენდარული ჯგუფი Metallica იმღერებს მეტრო და ავტობუსები დღეს განსხვავებული განრიგით გადაადგილდებიან 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა ავიაკომპანია Ryanair-ი საბერძნეთის სახელმწიფოსგან საგადასახადო დავალიანების გაყინვას ითხოვს დღეს და ხვალ ათენში საერთაშორისო ველორბოლა გაიმართება ლეფკადა: რომ გვცოდნოდა, რომ დრონზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, ხელს არ მოვკიდებდით -... ოლიმპია კირიკუს გაუჩინარებიდან 30 წელი გავიდა Ryanair-ის კომერციული დირექტორი განცხადებას აქვეყნებს 9 მაისს დაგეგმილი Metallica-ს კონცერტზე დასასწრებად მსენელთათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსაკუთრ... რომელი გზები გადაიკეტება 9 და 10 მაისს საბერძნეთში საერთაშორისო ველორბოლის ფარგლებში
კვირა, მაისი 10, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სააღდგომო ფასდაკლებების პრემიერა: როდიდან გადადიან სავაჭრო ცენტრები სააღდგომო განრიგზე და იმუშავებენ თუ არა კვირაობით მაღაზიები

სააღდგომო ფასდაკლებების პრემიერა: როდიდან გადადიან სავაჭრო ცენტრები სააღდგომო განრიგზე და იმუშავებენ თუ არა კვირაობით მაღაზიები

2 აპრილიდან სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები და სუპერ-მარკეტები სააღდგომო განრიგზე გადადიან. აღნიშნული განრიგი ითვალისწინებს კვირას, 5 აპრილს, მაღაზიების სურვილისამებრ მუშაობას და გახანგრძლივებულ სამუშაო საათებს.

ათენის სავაჭრო ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მაღაზიები გახანგრძლივებული საათებით მომხმარებელთა უკეთესი მომსახურების მიზნით იმუშავებენ. 

ათენის სავაჭრო ასოციაციის მიერ სავაჭრო ცენტრებისთვის, მაღაზიებისა და სუპერ-მარკეტებისთვის შეთავაზებული სამუშაო საათები შემდეგია:

  • 2 აპრილიდან 9 აპრილის ჩათვლით მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები სამუშაო დღეებში დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე მოემსახურებიან მომხმარებლებს
  • შაბათს, 4 აპრილს მომხმარებლებს საყიდლებზე გასვლა დილის 9 საათიდან საღამოს 4 საათამდე შეეძლებათ, ხოლო კვირას, 5 აპრილს კი დილის 11 საათიდან საღამოს 4 საათამდე.
  • წითელ პარასკევს, 10 აპრილს მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები და სუპერ-მარკეტები შუადღის 1-ლი საათიდან საღამოს 7 საათამდე იქნება ღია, ხოლო შაბათს, 11 აპრილს დილის 9 საათიდან შუადღის 3 საათამდე.
  • 12 აპრილი, აღდგომა და 13 აპრილი დასვენების დღეებია. შესაბამისად დაიკეტება ყველა სავაჭრო ცენტრი, მაღაზია და სუპერ-მარკეტი.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *