სააღდგომო ფუსფუსი დედაქალაქის ქუჩებში
სააღდგომო ფუსფუსი დედაქალაქის ქუჩებში
მიუხედავად ვეგანებისა და ვეგეტარიანელების საპროტესტო აქციებისა, რომლებიც ათენის ქუჩებში აღდგომის წინა დღეებში იკრიბებოდნენ და მოსახლეობას მოუწოდებდნენ დღესასწაული მსხვერპლის გარეშე აღენიშნათ მონასტირაკზე ტავერნები ურყევად აგრძელებენ ხორცის გამოფენას და არც ხალხი ერიდება შემწვარი ცხვრის შეძენას.
ზოგიერთმა ჩვენგანმა ამ დღეს ნანახ სურათს ათენის ქუჩებში შესაძლოა შთამბეჭდავიც კი უწოდოს, თუმცა უცნობია მოსახლეობის რა ნაწილი ეთანხმება ზემოთ აღნიშნულს.
მონასტირაკის მოედანზე გაშლილია დიდი სტენდები, სადაც შამფურებზე ბატკნებისა და თხების ხორცებს წვავენ.
რესტორნების მეპატრონეების განცხადების თანახმად დღის განმავლობაში 150-ზე მეტი ცხვრის შეწვაა დაგეგმილი.
Facebook Comments Box
