საახალწლო განრიგი: რამდენ ხანში ერთხელ გადაადგილდებიან მატარებლები
საახალწლო განრიგი: რამდენ ხანში ერთხელ გადაადგილდებიან მატარებლები
ახალ წელს განსხვავებული განრიგით გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
მეტროს 1-ლი ხაზის განრიგი შემდეგია:
სამშაბათს, 31 დეკემბერს მატარებლები ყოველ 10,5 წუთში გაივლიან და მუშაობას ღამის 23:00 საათზე დაასრულებენ.
ოთხშაბათს, 1 იანვარს ყოველ 10,5 წუთში გაივლიან მატარებლები
ხუთშაბათს, 2 იანვარს ყოველ 7,5 წუთში ღამის 22:30 საათამდე, ხოლო 22:30 საათის შემდეგ კი ყოველ 11,5-12,5 წუთში ერთხელ
პარასკევს, 3 იანვარს ყოველ 6 წუთში გადაადგილდებიან მატარებლები დილის 07:00-10:00 საათამდე და 15:00-18:00 საათამდე , ხოლო 10:00-15:00 საათამდე და 18:00-22:30 საათამდე კი 7,5 წუთში ერთხელ. 22:30 საათის შემდეგ კი 11,5-12,5 წუთში ერთხელ
6 იანვარს, ორშაბათს საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვირის განრიგით იმუშავებს.
მატარებლის მე-2 ხაზი კი:
სამშაბათს, 31 დეკემბერს 23:00 საათამდე იმუშავებს 7,5-დან 12,5 წუთის შუალედით
ოთხშაბათს, 1 იანვარს კი მატარებლები 11-13 წუთის შუალედით გადაადგილდებიან
ხუთშაბათსა და პარასკევს, 2 და 3 იანვარს მატარებლების გადაადგილების დრო 6,5-დან 11 წუთამდე იმერყევებს.
უნდა აღინიშნოს, რომ პარასკევს შუაღამის შემდეგ მატარებლები ყოველ 25 წუთში ერთხელ გაივლიან.
მატარებლის მე-3 ხაზიც სამშაბათს, 31 დეკემბერს ღამის 23:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო აეროპორტისკენ მიმავალი მატარებელი კი ყოველ 36 წუთში ერთხელ გაივლის.