Latest news
გლიფადა: გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 7 კაციანი დანაშაულებრივი დაჯგუფება მუშაობდა 2 თურქეთის მოქ... სალონიკი: 16 წლის ბიჭი სკოლის წინ ხუთმა თანატოლმა უმოწყალოდ სცემა მონემვასია: მოულოდნელად გაჩენილმა ხანძარმა 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ედესა: სასამართლოს წინაშე წარდგება 34 წლის კაცი, რომელმაც შეყვარებული უმოწყალოდ სცემა საშემოდგომო ამინდები საბერძნეთში: ატმოსფეროში ნალექის რაოდენობა საგრძნობლად იკლებს ათენში დილა საცობებით დაიწყო როდოსი: სკოლის დირექტორი იხსენებს სახიფათო Superman-ის გამოწვევას, რომლის შედეგადაც 13 წლის ბიჭი მძი... მე და ჩემი შვილები ვფიქრობდით თავი მოგვეკლა - აცხადებს პოლიციელის მეუღლე, რომელიც შვილებზე სექსუალურ... გლიფადა: ატეხილი სროლის შედეგად 2 პირი დაშავდა ხალანდრი: არასრულწლოვნებმა ორი 12 წლის ბიჭი გაძარცვეს 
ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
Uncategorizedსაბერძნეთი

საბერძნეთის მეტროსადგურის ხაზების გაფართოება იგეგმება

საბერძნეთის მეტროსადგურის ხაზების გაფართოება იგეგმება

ათენის მეტროს გაფართოვებისთვის გრძელდება კვლევები და ტენდერები, რათა დედაქალაქის უფრო მეტ უბანში გაიყვანონ მეტროს ხაზები, რომლებიც ათენის მოსახლეობას გაუადვილებს ქალაქის ერთი წერტილიდან მეორე წერტილში გადაადგილება საცობების გარეშე. 

მეტროს ახალი მე-4 ხაზისთვის გეგმის განსახორციელებლად 1,2 მილიარდი ევროა გამოყოფილი.

გარდა ახალი ხაზისა იგეგმება მეორე ხაზის გაფართოება 4 კილომეტრით. შესაბამისად მე-2 ხაზს 3 გაჩერება დაემატება: პალატიანი, ილიონი და აგიოს ნიკოლაოსი.

მეტროს მეორე ხაზი ელენიკოს სადგურიდან გაფართოვდება გლიფადამდეც. 

ამავე პროექტში ჩართულია ელეონას მატარებლის სადგურის გაფართოება და მოდერნიზაცია, ასევე მიწისქვეშა პარკინგის ადგილის მშენებლობა.

დამატებითი სადგურების გამართულად მუშაობისთვის საჭიროა კონკრეტულ სისტემებში ცვლილებები, ახალი აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფა როგორც სინდაღმას ცენტრალური სადგურის საკონტროლო ცენტრში, ასევე ადგილობრივ სადგურებზე, ჭაბურღილებზე და ა.შ.

მეტროსადგურის ხაზის გაფართოების სამუშაოები 2026 წლიდან დაიწყება და მოსახლეობა ახალი სადგურებით სარგებლობას 2031 წლიდან შეძლებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *