საბერძნეთის პოლიცია სატესტო განგაშის სირენის გააქტიურებას გეგმავს
საბერძნეთის პოლიცია სატესტო განგაშის სირენის გააქტიურებას გეგმავს
1 ოქტომბერს, სრულიად საბერძეთის მასშტაბით, სამხედრო წვრთვების ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვის სირენებს გაააქტიურებენ.
გამაფრთხილებელი სიგნალები წყვეტილი ან უწყვეტი ფორმით 60 წამიდან 120 წამამდე ხანგრძლივობის იქნება და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დილის 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ახმაურდება.
განგაშის ზარს მოჰყვება ტაძრებიდან უწყვეტი, სწრაფი ტემპის ზარები, რომელთა ხანგრძლივობაც 3 წუთს გასტანს.
პასუხისმგებელი ორგანოები აცხადებენ, რომ არ არსებობს საფუძველი მოსახლეობის შეშფოთებისთვის. აღნიშნული სირენების გააქტიურებას მხოლოდ სატესტო ხასიათი აქვს და მოსახლეობის მზადყოფნის პრაქტიკულ გამცდას ისახავს მიზნად.
Facebook Comments Box
