Latest news
არ ვიცით როდის დავკრძალავთ ჩვენს შვილს - ღამის კლუბში გაჩენილმა ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის 1... სალონიკი: ჩრდილეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები საბერძნეთს მადლობის სათქმელად დ... ჩრდილოეთ მაკედონია: ხანძრის შედეგად დაშავებულები სალონიკის საავადმყოფოში გადიან მკურნალობას რატომ არის ღამის კლუბი ყველაზე საშიში შენობა ევაკუაციისთვის? ჩრდილოეთ მაკედონიაში მომხდარი ხანძარი 4 ყველაზე დიდ მომაკვდინებელ ხანძართა სიაში შევიდა დღეიდან ამინდი უარესდება - სად არის თოვლიანი ამინდი მოსალოდნელი ჩრდილოეთ მაკედონია: ღამის კლუბში მომხდარმა ხანძარმა 59 ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა, 150 მძიმედ დ... ნეოს კოზმოს: საცხობი ფერფლად იქცა ჩრდილოეთ მაკედონიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 პირი მძიმედ დაშავდა ექსპერტიზის შედეგად 21 წლის იოჰანის გარდაცვალების მიზეზი დადგინდა
სამშაბათი, მარტი 18, 2025
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის საზღვარს უკანონოდ ყოველდღიურად ასობით ადამიანი კვეთს

საბერძნეთის საზღვარს უკანონოდ ყოველდღიურად ასობით ადამიანი კვეთს

დღე არ ჩაივლის ისე, რომ ევროპის კარიბჭედ წოდებული საბერძნეთის საზღვარზე სანაპირო დაცვამ ქვეყანაში უკანონოდ შემოსული პირები არ დააფიქსიროს. ყოველდღიურად ფიქსირდება ათობით უცხო ქვეყნის მოქალაქე, ხოლო იმ ადამიანების რაოდენობა რომლებიც სანაპირო დაცვას დაუსხლტნენ ხელიდან პასუხისმგებელი ორგანოებისთვის უცნობია.

დღევანდელი დილაც არ ყოფილა გამონაკლისი და კუნძული კრეტას სანაპირო დაცვამ ცუტურას სამხრეთით დააფიქსირა გემი, რომლითაც საზღვარი 30-მა პირმა გადმოკვეთა.

სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა ქვეყანაში უკანონოდ შემოსული პირები სანაპიროზე მშვიდობით გადმოიყვანეს. ისინი ბანგლადეშისა და ეგვიპტის მოქალაქეები არიან და მათშორის რამდენიმე არასრულწლოვანიც არის.

დაიწყო გამოძიება იმ პირის ვინაობის დასადგენად, ვინც აღნიშნულ პირებს საზღვრის გადმოკვეთაში დაეხმარა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *