საბერძნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის შენობის კედლებიდან გრაფიტი გადაიღება და საპროტესტო ბანერები ჩამოიხსნა
საბერძნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის შენობის კედლებიდან გრაფიტი გადაიღება და საპროტესტო ბანერები ჩამოიხსნა
საბერძნეთის სახელმწიფომ დრო იხელთა და მაშინ, როცა უნივერსიტეტი სტუდენტებისგან დაცარიელებული იყო იურიდიული ფაკულტეტის შენობას სული ამოაცალა.
შაბათს, 17 მაისს, დასუფთავების სამსახურმა საბერძეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის შენობის კედლები ჩამორეცხა.
მაშინ, როცა ბერძენი სტუდენტები მსოფლიოს მასშტაბით სახელგანთქმულნი არიან მებრძოლი სულის ვეთებით და ყოველთვის იბრძვიან სამართლიანობის აღსადგენად იმ გარემოში, სადაც მათი სრულფასოვან პოლიტიკურ პიროვნებებად ჩამოყალიბება ხდება სახელმწიფო ცდილობს მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.
სტუდენტების მხრიდან საქმე ვანდალიზმთან გვაქვს თუ თაობიდან თაობაზე შეძახილებისა და ლოზუნგების გადაცემასთან, რათა არ დაიკარგოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის მოტივაცია, აზრი ყოველთვის ორად იყოფოდა. თუმცა ფაქტია, რომ სწორედ ამ ლოზუნგებითა და ერთობით მოხდა სახელმწიფოს მხრიდან უამრავი დანაშაულებრივი ქმედების პრევენცია.
ჯერ-ჯერობით ბუნდოვანია რა რეაქცია ექნებათ სტუდენტებს ორშაბათს, უნივერსიტეტში დაბრუნებისას სუფთა კედლების დანახვის შემდეგ.
ამჟამად კი ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად პოლიციას უნივერსიტეტის ტერიტორია დაკეტილი აქვს, რათა დასუფთავების სამსახურის ორმოცმა თანამშრომელმა შეუფერხებლად იმუშაოს.
