Latest news
სალონიკი: 500 000-ზე მეტ ლაღანას გამოაცხობენ სუფთა ორშაბათისთვის  ვიანნოში მომხდარი შოკისმომგვრელი მკვლელობის დეტალები ვრცელდება დააკავეს 65 წლის კაცი, რომელმაც ნასვამ მდგომაროებაში ცოლზე იძალადა და ოჯახის ძაღლი მოკლა ძლიერი წვიმა, ქარი და აფრიკული მტვერი საბერძნეთში პატრა: პატარები კარნავალს განსაკუთრებულ ხიბლს მატებენ ათენი: ძლიერი ქარების გამო ხეები მიწიდან ძირფესვიანად მოწყდა აფრიკული მტვერი: აკროპოლი ბურუსმა მოიცვა ლუცა: განადგურებულები ვართ - აცხადებს 15 წლის მძღოლის დედა მძღოლებისთვის ვალენტინობა არც თუ ისე სასიამოვნოდ დასრულდა 15 თებერვალს პატრას კარნავალს პატარები შეუერთდებიან
ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის სოფლები, რომლებიც მაგიური მიმართულებაა როგორც ტურისტებისთვის ასევე ადგილობრივებისთვის

საბერძნეთის სოფლები, რომლებიც მაგიური მიმართულებაა როგორც ტურისტებისთვის ასევე ადგილობრივებისთვის

საბერძნეთის მთებში ამ დრომდე შემორჩენილი სოფლები ტრადიციებით დატვირთული ზარდახშებივით არიან ქვეყნისთვის, რომლებიც წლებია უცვლელად ინარჩუნებენ პირველად სახეს.

ბევრი მათგანი ადვილად მისადგომია გაზაფხულსა და ზაფხულში, თუმცა ზამთარში მხოლოდ გამოცდილ მთამსვლელებსა და მკვლევარებს შეუძლიათ აღნიშნულ სოფლებში განსაკუთრებული გამოცდილების მიღება.

აღნიშნულ სოფელთაგან ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია ევრიტანიას კამარია. ეს სოფელი ზღვის დონიდან 1480 მეტრის სიმაღეზეა გაშენებული და მდებარეობს აღაფონის ალპურ ზონაში კარნოპის, ზვონისა და მორფორახის მწვერვალებს შორის.

კამარია ძირითადად ზაფხულის თვეებშია დასახლებული, ხოლო ზამთარში მოსახლეობა ფთიოტიდასა და თესალიაში გადადის საცხოვრებლად.

2011 წელს სოფელს 8 მუდმივი მაცხოვრებელი ჰყავდა, რამაც ნათლად აჩვენა მკვლევარებს რამდენად რთულია საჭირო რესურსების გარეშე ქვეყნის მთიან რეგიონში ცხოვრება.

მიუხედავად იმისა რომ სოფელი სრულიად იზოლრებულია, მთისა და ბუნების მოყვარელების ინტერესს აქტიურად იპყრობს.

ზაფხულის თვეებში დამსვენებლებს შეუძლიათ დატკბნენ სუფთა ჰაერით, შთამბეჭდავი ხედებითა და სიმშვიდით, რომელიც ამ ადგილს მუდმივად ახასიათებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *