საბერძნეთის ცენტრალური ებრაული საბჭო გმობს ებრაული ჰოლოკოსტის ფრესკის ვანდალიზმს
საბერძნეთის ცენტრალური ებრაული საბჭო თავის განცხადებაში გმობს უცნობი პირების მიერ ებრაელთა ჰოლოკოსტის ფრესკის ვანდალიზმის ფაქტს მიხაილ კალუს ქუჩაზე, თესალონიკის ახალი რკინიგზის სადგურთან.
კერძოდ, განცხადებაში საბერძნეთის ცენტრალური ებრაული საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ “ანტისემიტიზმისადმი ტოლერანტობის ეპოქა საბოლოოდ გავიდა და არც საბერძნეთში და არც ევროპაში არ დაუშვებენ ებრაელების წინააღმდეგ პოგრომის (მასობრივი და ორგანიზებული თავდასხმა ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფზე, ეთნიკური წარმოშობის ან რელიგიური მრწამსის გამო) დაბრუნებას.
შეგახსენებთ, რომ უცნობმა პირებმა შავი საღებავით დაწერეს შემდეგი ლოზუნგები ებრაელების წინააღმდეგ და ღაზას სასარგებლოდ („თავისუფალი ღაზა“ და „ებრაელები=ნაცისტები“) და სურდათ ამ გზით გამოეხატათ თავიანთი წინააღმდეგობა ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმების მიმართ.
ფრესკის სხვადასხვა ნაწილში დაწერილი სლოგანების გარდა, მათ ასევე გააშავეს დავითის ექვსქიმიანი ვარსკვლავი.
თესალონიკის უშიშროების დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლები აწარმოებენ გამოძიებას დამნაშავეების გამოსავლენად.
