საბერძნეთის წითელი ჯვარი: საინფორმაციო აქცია ხანდაზმულთათვის სინდაგმის მოედანზე
საბერძნეთის წითელი ჯვარი დღეს სინდაგმის მოედანზე ხანდაზმულთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დიდ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს.
აქციის, რომლის ცენტრალური თემაა ” ჯანმრთელობაზე ზრუნვა მესამე ასაკში” ორგანიზატორია ჯანდაცვის სექტორის “მედდა სახლში” სამსახური.
სამსახურის ჯანდაცვის ჯგუფი ექიმებთან, ექთნებთან და ფიზიოთერაპევტებთან ერთად დილიდან იმყოფება სინდაგმის მოედანზე, სადაც საზოგადოებას აცნობს ხანდაზმულთა ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობის გაუმჯობესების გზებს.
ხანდაზმულობა, როგორც ადამიანის სიცოცხლის ციკლის მესამე ფაზა, ნორმალური მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს შინაგანი და გარეგანი ცვლილებები, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ზრუნვას და მხარდაჭერას.
საბერძნეთის წითელ ჯვარს 1985 წლიდან მოსახლეობის დაუცველი ჯგუფებისათვის აქვს პრიორიტეტული პროგრამა ” მედდა სახლში”, როგორც ათენში, ასევე თესალონიკსა და პატრაში.
ჯანდაცვის სექტორის ინტერდისციპლინარული ჯგუფი ექიმებთან, ექთნებთან და ფიზიოთერაპევტებთან ერთად უზრუნველყოფენ უფასო პერსონალიზებულ ჯანდაცვას, სისტემატიურ ფიზიოთერაპიულ სარეაბილიტაციო დახმარებას მობილურობის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მქონე პირებისთვის და აკავშირებენ კერძო პირებს ან ოჯახს, საჭიროებების შესაბამისად, სხვა სერვისებთან.
საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სექტორის “ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისი”, პროგრამა “დახმარება სახლში” და რეგიონის მუნიციპალიტეტის სხვა სოციალური სერვისები.
ვიდეო:
