საბერძნეთის ხელისუფლებამ საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო
საბერძნეთის ხელისუფლებამ საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო
ადვოკატი ნანა აბულაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს გამთენიის 01:00 საათზე, ემიგრაციის მინისტრის მიერ წარდგენილი კანონპროექტის განსახილველად ჩატარებულ მესამე მოსმენაზე, ხმათა უმრავლესობით გადაწყდა საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება. აღნიშნული კანონპროექტის ერთ-ერთი დებულება არის ე.წ 7წლიანების (განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით ბინადრობის მოწმობის მიღების შესაძლებლობის) გაუქმება.
იმისთვის რომ პარლამენტის გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს საჭიროა აღნიშნული კანონი გამოქვეყნდეს საბერძნეთის სამთავრობო გაზეთში.
უნდა აღინიშნოს, რომ აღიშნული გადაწყვეტილება არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ 7 წლიანით ბინადრობის მოწმობები, ან რომლებსაც უკვე გაკეთებული აქვთ განაცხადი და ელოდებიან ბინადრობის მოწმობის გამოსვლას.
