საბერძნეთის 5 რეგიონში ორშაბათს ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია
საბერძნეთის 5 რეგიონში ორშაბათს ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია
ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია პელოპონისოსა და დასავლეთ საბერძნეთის ტერიტორიაზე.
უფრო კონკრეტულად კი სამოქალაქო დაცვის სამინისტროს მდივნის მიერ გამოქვეყნებული რუკის მიხედვით ორშაბათს, 22 ივლისს ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია შემდეგ რეგიონებში:
- არკადია, ლაკონია, მესინია
- ახაია, ილია
კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გენერალურმა მდივანმა სრული მობილიზებისკენ მოუწოდა სახანძრო-სამაშველო ბრიგადას, აღნიშნული რეგიონების მოსახლეობასა და სამართალდამცავ ორგანოებს, რათა ხანძრის გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და ცეცხლის განეიტრალება.
იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა შენიშნავს ხანძარს აუცილებლად შეატყობინონ სახანძრო-სამაშველო ბრიგადას ნომერზე: 199.
Facebook Comments Box