Latest news
ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა ვიოლანდა: ქარხნის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ ვიოლანდა: ქარხნის მფლობელს დაკითხვაზე გადაიყვანეს სისხლისგან იცლებოდა, მაგრამ გასაღებს მაინც არ მაძლევდა - აცხადებს 64 წლის კაცი, რომელმაც საკუთარ ძმა... ტაქსის მძღოლები 3 დღიან გაფიცვას აცხადებენ ქაოსი ქუთაისი-სალონიკის ფრენაზე იყო თუ არა ელექტრო ავტომანქანა, რომელსაც ეთნიკი ოდოსზე ცეცხლი გაუჩნდა თავისუფალი თეატრი 20 თებერვალს 24 საათით გაიფიცება არღირუპოლი: 22 წლის ბიჭი საავადმყოფოში სხეულის მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს დღეიდან ვიოლანდას მფლობელის მეორე ქარხანა Vitafree-ც დაიკეტება
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: დამატებითი ციფრები ახალ პერსონალურ ნომერში-როდის დაემატება ის ახალ ID ბარათებს

საბერძნეთის ციფრული მმართველობის მინისტრმა დიმიტრი პაპასტერგიუმ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნება პერსონალური ნომერი ახალი პირადობის მოწმობებისთვის, რომელიც საბერძნეთის თითოეულ მოქალაქეს ექნება. პერსონალურ ნომრებთან დაკავშირებით დაგეგმილი რეფორმა სავარაუდოდ დეკემბერში განხორციელდება.

საუბარია დიჯიტალიზაციის ახალ საფეხურზე, ახალ მობილურ აპლიკაციაზე, რომელსაც შეიძლება ციფრული საფულე ვუწოდოთ და რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ განახორციელონ თავიანთი ფინანსური ტრანზაქციები ყოველგვარი დოკუმენტის წარდგენის გარეშე.

ფინანსური ტრანზაქციის განხორცილებისათვის  განკუთვნილი პერსონალური ნომერი ინტეგრირებული იქნება ახალ პირადობის მოწმობაში და იქნება მოქალაქის დღგ-ს (აფიმი) ნომერს პლუს სამი ციფრი. ამ ნომრით, რომელიც დეკემბერში დამზადდება, მოქალაქეს ნებისმიერი სახელმწიფო ფინანსური ტრანზაქციის განხორციელება შეეძლება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პერსონალურ ნომერს მოქალაქე თვითონ აირჩევს. gov.gr-ზე გაიხსნება შესაბამისი პლატფორმა, სადაც მას დამოუკიდებლად შეეძლება აირჩიოს პერსონალური ნომერი და აქვე ხუმრობით აღნიშნა, რომ ვინც აიღებს ახალ პირადობის მოწმობას დეკემბერში, მასზე დატანილი იქნება მისი პერსონალური ნომერიც.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *