საბერძნეთი იანვრის თვეს მზიანი ამინდით ემშვიდობება
საბერძნეთი იანვრის თვეს მზიანი ამინდით ემშვიდობება
მაშინ, როცა მსოფლიოს მოსახლეობა ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში, კლიმატური ცვლილებებისგან რადიკალური შედეგების გავლენის გარეშე აგრძელებს, რიცხვები, რომლებსაც სპეციალისტების დაკვირვების შედეგად გამოქვეყნებულ ნაშრომებში ვკითხულობთ საკმაოდ შემაშფოთებელია.
ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებლით ჩაიარა იანვარმა სრულიად საბერძეთის მასშტაბით.
ქვეყნის უმეტეს ნაწილში ზამთრის მეორე თვის გატარება საგაზაფხულო ამინდებით მოუწია საბერძნეთის მოსახლეობას.
როგორც სინოპტიკოსი პანაიოტის იანოპულოსი განაცხადა დედაქალაქში ბარომეტრმა 18 გრადუსს მიაღწია.
აღსანიშნავია ისიც, რომ 40 წლის განმავლობაში ელენიკოს სადგურზე იანვრის თვის საშუალო ტემპერატურის მაჩვენებელი 13,6 გრადუსი იყო, ხოლო 2025 წლის იანვრის თვე კი 16,5 გრადუსზე მეტს აჩვენებს. აღნიშნული საშუალო ტემპერატურა საბერძნეთში მარტის თვისთვისაა დამახასიათებელი და არა ზამთრის სეზონისთვის.