საბერძნეთი მანქანით მგზავრობისთვის ევროპის ყველაზე საშიშ ქვეყანათა ხუთეულში მოხვდა
საბერძნეთი მანქანით მგზავრობისთვის ევროპის ყველაზე საშიშ ქვეყანათა ხუთეულში მოხვდა
სერბეთი ლიდერობს როგორც ევროპაში ყველაზე საშიში ქვეყანა ავტომობილით მგზავრობისთვის. 2024 წელს, მილიონ მოსახლეზე საგზაო შემთხვევების შედეგად 78 ადამიანია გარდაცვლილი. მეორე და მესამე ადგილს სიაში რუმინეთი და ბულგარეთი იკავებენ სადაც მილიონ მოსახლეზე 77 და 74 ადამიანია გარდაცვლილი. ხუთეულს კი საბერძნეთი და ხორვატია ასრულებენ, სადაც მილიონ მოსახლეზე 64 და 62 გარდაცვლილი მოდის.
უნდა აღინიშნოს, რომ ხორვატია მაქსიმალურად ცდილობს უსაფრთხო გადაადგილების გზებზე მუშაობას და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებელი აქვს წელს.
ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ნორვეგია ითვლება სადაც გარდაცვლილთა მაქსიმალური მაჩვენებელი 16-ს უტოლდება.
Facebook Comments Box
