საბერძნეთი: ორშაბათს მთელი ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენების და ეკლესიის ზარების ხმას გავიგონებთ
ორშბათს, 2 ოქტომბერს, საბერძნეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო-საცდელი პროგრამის “ΠΑΡΜΕΝΙΩΝ-25” ფარგლებში, სამოქალაქო თავდაცვის განგაშის სირენების ხმა გაისმება.
ამავდროულად, საზოგადოებას ეცნობა, რომ სამოქალაქო თავდაცვის სირენების ჩართვა მოხდება მხოლოდ და მხოლოდ საცდელ, სატესტო რეჟიმში და შესაბამისად არ არსებობს დაბნეულობის და შეშფოთების რაიმე საფუძველი.
კერძოდ:
•ადგილობრივი დროით 11: 00 საათზე ჩაირთვება საჰაერო თავდასმის გამაფრთხილებელი სიგნალი 60 წამის ხანგრძლივობით (სხვადასხვა მოცულობის წყვეტილი ხმა).
• ადგილობრივი დროით 11:06 ჩაირთვება განგაშის დასრულების სიგნალი 60 წამის ხანგრძლივობით ( მუდმივი მოცულობის უწყვეტი ტონი).
• 11:30 ჩაირთვება საფრთხის შესახებ გამაფრთხულებელი განგაში 120 წამის ხანგრძლივობით ( სხვადასხვა ინტენსივობის წყვეტილი ხმა)
• და ბოლოს, 11: 35 საათზე განგაშის დასრულების ნიშნად 60 წამის განმავლობაში (ხანგრძლივი მოცულობის უწყვეტი ხმა).
განგაშის სირენების ჩართვის პარალელურად ტერიტორიებზე დარეკენ ეკლესიის ზარებიც ხანმოკლე სწრაფი ტემპით, რომელიც გაგრძელდება სამი წუთი.
შეგახსენებთ, რომ სირენები ჩაირთვება მხოლოდ და მხოლოდ საცდელი მიზნით და მოსახლეობისთვის შიშის ან პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.