Latest news
იანნის ადეტოკუნბომ ცნობილ youtuber-ს IShowspeed-ს აკროპოლისზე გიდობა გაუწია პილიო: 32 წლის ტურისტი ცურვისას დაიხრჩო ღლიკა ნერა: გარდაიცვალა 48 წლის კაცი, რომელიც 17 წლის ბიჭმა უმოწყალოდ სცემა ტემპერატურამ 10 გრადუსით იკლო - მომდევნო ორი დღის განმავლობაში ტემპერატურა 32-33 გრადუსს არ გადააჭარ... მიაულის სანაპიროზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს შეეჯახა ანო ლიოსია: საგარეუბნო მატარებლის ლიანდაგებთან ხანძარი გაჩნდა შთამბეჭდავი სავსე მთვარის ფოტოსურათები - ივლისის სავსე მთვარეს ირმის მთვარესაც უწოდებენ საბერძნეთის 7 რეგიონში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია 3 დღიანი პაუზის შემდეგ საბერძნეთის ატმოსფეროში სიცხის ტალღა ისევ დაიწყებს შემოსვლას დღეიდან ტემპერატურა შედარებით იკლებს
ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
დღესასწაულებისაბერძნეთი

საბერძნეთი: საშობაოდ ავტომანქანების მორთვა ტრენდად იქცა

საბერძნეთი: საშობაოდ ავტომანქანების მორთვა ტრენდად იქცა

შობა ადამიანების ცხოვრებაში სიხარულის, აღფრთოვანების, ზღაპრული განწყობისა და შთაგონების პერიოდია. საბერძნეთის მოსახლეობის უმეტესობამ სახლების საშობაოდ  მორთვა ნოემბრის შუარიცხვებიდან დაიწყო.

თუმცა სულ ცოტახნის წინ ბერძნული სატელევიზიო გადაცემების არაერთმა მაყურებელმა იხილა ახალგაზრდა ბიჭი ნეა ზმირნიდან, რომელმაც პირველად მორთო საშობაო ნათურებით მისი ავტომანქანა. 

20 წლის ხრისტოს ავტომანქანა გამვლელებს შეუმჩნევლად არ რჩებათ. 

ახალგაზრდამ ტელემაუწყებელი ΑΝΤ1-ს დილის გადაცემაში განაცხადა, რომ ჯამში მისი მანქანის მოსართავად 1 780 ნათურა დასჭირდა, ხოლო მანქანის მორთვის დრომ კი 8 საათს გადააჭარბა.

როგორც აღმოჩნდა 20 წლის ხრისტო არაერთი ადამიანისთვის იქცა შთაგონების წყაროდ. ათენის ქუჩებში ახლა უკვე საშობაოდ მორთული კაბრიოლეტიც გამოჩნდა, რომლის მოსართავადაც მის მესაკუთრეს 2500 საშობაო ნათურა დასჭირდა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *