საბერძნეთი: სტიქიური უბედურების შემდეგ ქირის სუბსიდირების ციფრული პლატფორმა გაიხსნა
ციფრული მმართველობის სამინისტრომ კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროსთან, ასევე ეროვნული ეკონომიკისა და ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობის კონტექსტში სტიქიით დაზარალებულთათვის საცხოვრებელი ბინის ქირის სუბსიდირების ციფრული პლატფორმა გახსნა.
კერძოდ, 2023 წლის ივლისი-სექტემბრის თვეების სტიქიური უბედურებებით დაზარალებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ციფრულად წარადგინონ განაცხადი დროებითი საცხოვრებლის სუბსიდირების თაობაზე დროებითი საცხოვრებლის ხარჯების დასაფარად.
კერძოდ:
• 2023 წლის ივლისისა და აგვისტოს ხანძრის შედეგად დაზარალებულთა სუბსიდირება ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც მათი მთავარი საცხოვრებელი დროებით იქნა კლასიფიცირებული, როგორც უვარგისი ან სახიფათო გამოსაყენებლად ან იმყოფება ჩამონგრევის საფრთხის ქვეშ, ან მთლიანად განადგურებულია, ან აშენებულია არასრულფასოვანი მასალებით. ასეთ შემთხვევაში მფლობელისთვის გაიცემა ორწლიანი დახმარება ხოლო დამქირავებლებისათვის ექვსთვიანი დახმარება.
• 2023 წლის სექტემბრის წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთათვის, სუბსიდირების პროგრამა ეხება შემთხვევებს, როდესაც მათი მთავარი საცხოვრებელი გამოცხადდა დროებით უვარგისად ან სახიფათოდ გამოსაყენებლად, ნაწილობრივ ან მთლიანად დანგრეულად ან ნაგებია არასრულფასოვანი მასალებით. ამ სემთხვევაში ასევე გაიცემა ფინანსური დახმარება ორი წლით მფლობელებისთვის და და ექვსი თვით მოიჯარეებისთვის.
მსურველებს განაცხადების გაკეთება შეუძლიათ gov.gr-ის ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, ან პირდაპირ arogi.services.gov.gr-ზე.
განაცხადის გაგზავნა ხდება მარტივი და მოსახერხებელი გზით. უფრო კონკრეტულად, დროებითი საცხოვრებლის სუბსიდირების პროცესისთვის მოქალაქეები შედიან TAXIsnet-ის პირადი პაროლებით.
ისინი აღრიცხავენ ან ადასტურებენ განაცხადზე კანონით მოთხოვნილ მონაცემებს და წარადგენენ მას. წარდგენილი განცხადება ელექტრონულად იგზავნება კლიმატური კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს სტიქიური უბედურებების აღდგენის გენერალურ დირექტორატში, სადაც შესაბამისი შემოწმების დასრულების შემდეგ პროცესი სრულდება დროებითი საბინაო გრანტის მიღების გადაწყვეტილების დადასტურებით.
განაცხადები ინახება მოქალაქის პირად საფოსტო ყუთში my.gov.gr-ზე და შეიცავს gov.gr-ის მოქმედების მახასიათებლებს, ანუ უნიკალური კოდის ნომერს ალფანუმერული და QR ფორმატით, ასევე ციფრული სამინისტროს ელექტრონული ხელმოწერით.