საბერძნეთი: უამინდობა ორშაბათამდე გასტანს
საბერძნეთი: უამინდობა ორშაბათამდე გასტანს
საბერძნეთის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სადგურმა საგანგებო ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პარასკევს ღამიდან ორშაბათის ჩათვლით საბერძნეთის უმეტეს ნაწილში უამინდობის ფენომენი “ბორა” გადაივლის.
უამინდობის ფენომენი ატმოსფეროში დიდი ოდენობით ნალექს შემოიტანს რაც გამოწვევს წვიმებსა და ქარიშხალს. შაბათს დილიდან უამინდობის ფენომენი გამწვავდება მაკედონიასა და თრაკში, ხოლო ხალკიდიკზე, სალონიკში, პიერიასა და იმათიაში შაბათს საღამოდან კვირას საღამომდე.
რაც შეეხება დედაქალაქს, ათენში წვიმა და ქარიშხალი შაბათს საღამოდან კვირას დილამდე გასტანს.
Facebook Comments Box