საბერძნეთი: უამინდობის ფენომენის გამო კუნძულებზე სკოლები დაიკეტა
საბერძნეთი: უამინდობის ფენომენის გამო კუნძულებზე სკოლები დაიკეტა
წვიმა და ქარიშხალი დღეს, სამშაბათსაც გრძელდება აღმოსავლეთ ეგეოსის ზღვის კუნძულებსა და კრეტაზე.
უამინდობის ფენომენმა მიკონოსს და პაროსსაც გადაუარა.
ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის დაკეტილია სკოლები კუნძულებზე: პაროს, როდოს. სიმი, სიროს, კალიმნოს, კოს, კარპთოსსა და მიკონოსზე.
კუნძულ კრეტას დასავლეთ ნაწილში წამოვიდა სეტყვაც. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა გზები ხანიაში და საჭირო გახდა სახანძრო/სამაშველო სამსახურის ჩარევა სახლებსა და ავტომანქანებში გამომწყვდეული მოსახლეობის გამოსაყვანად.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ რომ უამინდობის ფენომენი 2 აპრილამდე გასტანს.
Facebook Comments Box
