Latest news
როდის შეძლებს საბერძეთის მოსახლეობა შემდეგი 3 დღიანი უქმეს გამოყენებას სალონიკი: კორპუსის მაცხოვრებლები ერთ-ერთ ბინაში Airbnb-ის გაკეთებას ეწინააღმდეგებიან კატო ტითორეა: ბანკის მძარველებს დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას მოპარული თანხა ჩანთიდან ამ... რატომ უარყოფდა ხალხი ასპირინს  13 მაისს საჯარო მოხელეები იფიცებიან აუდიტთა კომიტეტმა პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა რეპეტიცია ზაფხულისთვის: ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს დღეიდან 12 მაისის ჩათვლით ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს ნასვამმა კაცმა ბარში ცეცხლი გახსნა ავლონა: რა ხდება არასრულწლოვნების ციხეებში: დანაშაულის ფენომენი და ჩვენებები
ორშაბათი, მაისი 11, 2026
საბერძნეთიUncategorized

საბერძნეთში მოძრავი ავტომანქანების ნახევარს გადაადგილება აეკრძალება

საბერძნეთში მოძრავი ავტომანქანების ნახევარს გადაადგილება აეკრძალება

საბერძნეთი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, რადგან ავტომანქანების დიდი ნაწილი, რომელიც ქვეყანაში გადაადგილდება არ შეესაბამება დაბინძურებისა და საგზაო უსაფრთხოების ახალ ევროპულ სტანდარტებს.

ავტომანქანების 45% 10-12 წელზე უფრო მეტი ასაკის არის. პრობლემა მხოლოდ წლოვანებაში არ არის, რადგან კლიმატური კრიზისის, ხანძრებისა და წყლის რეზერვის შემცირებასთან ერთად მათ მიერ გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება სტრუქტურულ პრობლემას აყალიბებს.

საბერძნეთში კერძო ავტომობილების საშუალო ასაკი დაახლოებით 17.5 წელია, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროკავშირში. მაშინ, როდესაც ევროპის სხვა ქვეყნებში საშუალო ასაკი დაახლოებით 12-13 წელია.

აღნიშნული მაჩვენებელი მიგვანიშნებს ავტომანქანების უფრო მეტ ცვეთაზე, რაც ნიშნავს, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ თანამედროვე გამონაბოლქვის სტანდარტებს და შეიცავენ ტექნიკური პრობლემების უფრო მაღალ რისკს. 

2030 წლამდე მძღოლები, რომლებსაც ჰყავთ ევრო 4-ის და უფრო ძველი სპეციფიკაციების მქონე ავტომობილები, აღმოჩნდებიან საბერძნეტში შეზღუდვების, მაღალი ხარჯების, ან თანდათანობით მანქანის შეცვლის აუცილებლობის წინაშე. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *