Latest news
9 აპრილს საჯარო მოხელეები გაიფიცებიან ორჯერ უვადო პატიმრობა მიესაჯა რულა პისპირინგუს, რომელიც საკუთარი შვილების მკვლელობაში ბრალდებულად სც... არ ვიცით როდის დავკრძალავთ ჩვენს შვილს - ღამის კლუბში გაჩენილმა ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის 1... სალონიკი: ჩრდილეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები საბერძნეთს მადლობის სათქმელად დ... ჩრდილოეთ მაკედონია: ხანძრის შედეგად დაშავებულები სალონიკის საავადმყოფოში გადიან მკურნალობას რატომ არის ღამის კლუბი ყველაზე საშიში შენობა ევაკუაციისთვის? ჩრდილოეთ მაკედონიაში მომხდარი ხანძარი 4 ყველაზე დიდ მომაკვდინებელ ხანძართა სიაში შევიდა დღეიდან ამინდი უარესდება - სად არის თოვლიანი ამინდი მოსალოდნელი ჩრდილოეთ მაკედონია: ღამის კლუბში მომხდარმა ხანძარმა 59 ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა, 150 მძიმედ დ... ნეოს კოზმოს: საცხობი ფერფლად იქცა
სამშაბათი, მარტი 18, 2025
საბერძნეთი

საბერძნეთში სულ მალე საზაფხულო ფასდაკლებები დაიწყება-რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა

საბერძნეთში 2023 წლის საზაფხულო ფასდაკლებების დაწყებამდე, რომელიც ორ თვეს გაგრძელდება, უკუთვლა უკვე დაწყებულია.

კერძოდ, ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს კანონპროექტით  გათვალისწინებული ფასდაკლებები დაიწყება  ივლისის მეორე ორშაბათიდან და გაგრძელდება აგვისტოს ბოლომდე (10 ივლისიდან 31 აგვისტომდე).

ზაფხულის ფასდაკლებების დაწყების შესახებ ოფიციალურ განცხადებას გამოაქვეყნებს ათენის სავაჭრო პალატა, ასევე საბერძნეთის საცალო ბიზნეს ასოციაცია, სადაც აგრეთვე მითითებული იქნება  მაღაზიების მუშაობის  საათობრივი გრაფიკიც.

ზაფხულის გაყიდვების პირველ კვირას, 16 ივლისს, მაღაზიები სავარაუდოდ ღია იქნება.

პარალელურად საბერძნეთის სამომხმარებლო  კავშირი შესაბამისი განცხადებით გვახსენებს, რომ გამოვიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე შესყიდვებში, რათა შევიძინოთ იგივე რაოდენობის და ხარისხის ნივთები რეალური ფასდაკლებით, რადგან არც თუ ისე იშვიათად ფასდაკლებების პერიოდში (საბედნიეროდ მხოლოდ მცირე ნაწილი სავაჭრო ობიექტებისა), მომხმარებელს შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქციას სთავაზობენ.

ასევე მომხმარებლები ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას და აღნიშნავენ,  რომ ისეთი პროდუქტები, როგორიცაა მზისგან დამცავი საშუალებები, კრემები და სხვა, რომლებიც წარმოდგენილია დაბალი ფასით, შეფუთვაში უფრო მცირე რაოდენობით არის, ვიდრე ჩვეულებრივ.

ასე რომ, მომხმარებელს ამ პერიოდში მართებს დაკვირვება და ხელსაყრელი არჩევანის გაკეთება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *