Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთში 23 000 საპარიკმახერო არალეგალურად მუშაობს და არ იხდის გადასახადებს ბიუჯეტში

საბერძნეთში 23 000-მდე საპარიკმახერო მუშაობს არალეგალურად, საიდანაც სახელმწიფო არც ერთ ევროს არ იღებს.

ამასთან, ინდუსტრიაში იქმნება არაკეთილსინდისიერი კონკურენციის პირობები.

ამის შესახებ საბერძნეთის პარიკმახერთა და საპარიკმახეროების მენეჯერთა ფედერაციის პრეზიდენტმა მარია სოტიროპულუმ ათენის პროფესიული პალატის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებებში აღნიშნა.

“უკანონო საქმიანობა ამ კონკრეტულ სექტორში იწვევს უზარმაზარ ხვრელს გადასახადებისგან თავის არიდებაში, მაშინ როცა ეს ფენომენი პირდაპირ აისახება თავისუფალი ბაზრის წესებზე, რადგან უქმნის არაკეთილსინდისიერ კონკურენციის პირობებს ამ სექტორში დასაქმებულებს.

ამ ვითარებაში აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით ფედერაცია აგრძელებს კომპეტენტური ორგანოებისადმი  წინადადებების ფორმულირებას კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების მოთხოვნით“- აცხადებს იგი

კერძოდ, პარიკმახერების ფედერაციის მიერ გაჟღერებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემებია:

– მიწისქვეშა ეკონომიკა, რომელიც სახელმწიფო აპარატის მიერ კონტროლის არარსებობის გამო, პოულობს ნაყოფიერ ნიადაგს განვითარებისთვის.

– პროფესიონალური თმის მოვლის პროდუქტების, რომელთა გამოყენებაც მოითხოვს შესაბამის ცოდნას  და პროფესიულ უნარ- ჩვევებს, გაყიდვა არაპროფესიონალ მომხმარებლებზე.

– დღგ-ს მაღალი განაკვეთი საპარიკმახერო მომსახურებაზე.

– თმის სალონებისა და საპარიკმახეროების თანამშრომლების შესაბამისი დაზღვევა.

– ელექტროენერგიის, პროდუქტების და ა.შ. მაღალი გადასახადები.

– პროფესიონალი კადრების ნაკლებობა და სხვა.

მთავრობის მიერ განსახორციელებელ ზომებთან დაკავშირებით ქალბატონმა სოტიროპულუმ განაცხადა:

– შეწყდეს მაღაზიებიდან პროფესიონალური საპარიკმახერო პროდუქტების უკონტროლო გადაყიდვა და საბოლოოდ განხორციელდეს მინისტრის გადაწყვეტილებით მუდმივი კონტროლი.

– შეიქმნას მუდმივი სპეციალური კომიტეტი ჩრდილოვან ეკონომიკასთან საბრძოლველად, განსაკუთრებით პროფესიონალი პარიკმახერებისა და დალაქების სექტორში.

შეიქმნას სატელეფონო ცხელი ხაზი, რომელსაც დაევალება მიღება, შემოწმება, მართვა და ზოგადად დამუშავება მოქალაქეების მიერ შესული (ღია ან ანონიმური) საჩივრებისა.

– გააგრძელონ ელექტრონული დანაშაულის განყოფილებასთან ერთად ოფიციალური შემოწმება სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ანგარიშებზე თმის ვარცხნილობის, თმის შეჭრის, მანიკურის, პედიკურის და სექტორის მიერ შემოთავაზებული ყველა სერვისის მიწოდების შესახებ.

– პარიკმახერის მომსახურების გადატანა დღგ-ს დაბალ განაკვეთზე.

– საშემოსავლო გადასახადისა და წინასწარი გადასახადის შემცირება.

– სექტორში ბიზნესის ლიკვიდურობის გაძლიერება.

– შტატგარეშე მუშაკებისთვის შეუზღუდავი საბანკო ანგარიშის შექმნა.

– ფრილანსერების ფინანსური მხარდაჭერა ყველა პარიკმახერისა და დალაქისთვის, რომლებიც კუნთოვანი სისტემის პრობლემების გამო იძულებულნი არიან დატოვონ პროფესია ნაადრევად და ჰქონდეთ ანაზღაურებადი შვებულების შესაძლებლობა მესაკუთრის ავადმყოფობის გამო ბიზნესის დახურვის შემთხვევაში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *