საბერძნეთში 4 დეკემბერს ბარბარობას აღნიშნავენ
საბერძნეთში 4 დეკემბერს ბარბარობას აღნიშნავენ
მაშინ, როცა საქართველოში ბარბარობა 17 დეკემბერს აღინიშნება, საბერძნეთში წმინდანის დღეს 4 დეკემბერს ზეიმობენ. თუმცა ამ დღეს ქართველებისგან განსხვავებით ბერძენი მეზობელი ლობიანებით ხელდამშვენებული კარზე ნამდვილად არ მოგიკაკუნებთ.
ქრისტიანული ბარბარეს კულტი წარმოიშვა და გავრცელდა აღმოსავლეთის მართლმადიდებელთა შორის. მის სამშობლოდ ასახელებენ ეგვიპტეს, ბაალბექს, ფრიგიას. ბარბარეს უმთავრესად თაყვანს სცემდნენ როგორც ავადმყოფთა მკურნალსა და მფარველს.
Facebook Comments Box
