საგაზაფხულო ამინდით ვემშვიდობებით 2024 წელს
საგაზაფხულო ამინდით ვემშვიდობებით 2024 წელს
მოწმენდილი ცით, მზიანი ამინდითა და საგაზაფხულო ტემპერატურით ემშვიდობება საბერძნეთის მოსახლეობა 2024 წელს. ამინდი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაუმჯობესდება და ტემპერატურა 15 გრადუსს მიაღწევს 31 დეკემბერს.
მხოლოდ კრეტაზე და იონიის ზღვის კუნძულებზეა მოსალოდნელი მოღრუბლული ამინდი და ადგილობრივი წვიმები შუადღის შემდეგ. თუმცა საღამოს საათებისთვის ატმოსფეროში ნალექის რაოდენობა შემცირდება.
ტემპერატურა საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონებში 14 გრადუსს მიაღწევს, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე კი 15-დან 17 გრადუსამდე იმერყევებს.
Facebook Comments Box