სად აჩვენა თერმომეტრმა 30 გრადუსი – ცხელი კვირა დღე გველოდება
სად აჩვენა თერმომეტრმა 30 გრადუსი – ცხელი კვირა დღე გველოდება
ტრიკალაში თერმომეტრის მაჩვენებელმა შაბათს 30 გრადუსს მიაღწია.
ათენის ეროვნული ობსერვატორიის ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურების ქსელის მიხედვით/meteo.gr, შაბათის რვა მაქსიმალური ტემპერატურა წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადების თანახმად მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება კვირასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ათენში თბილი მზიანი დილა გველოდება, თუმცა დღის მეორე ნახევარში ღრუბლიანობა იმატებს და შესაძლებელია იწვიმოს კიდეც. ტემპერატურა 12-დან 27 გრადუსამდე იმერყევებს.
რაც შეეხება თესალონიკს, დღის განმავლობაში ღრუბლიანობა სწრაფად მოიმატებს და შუადღის საათებში უნდა ველოდოთ წვიმას და შტორმს. თუმცა ამინდი საღამოს საათებიდან ისევ გაუმჯობესება. ტემპერატურა 11-დან 25 გრადუსამდე იმერყევებს.