Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
მსოფლიო

სად მდებარეობს ყველაზე საშიში ხიდი მსოფლიოში

ცივილიზებულ სამყაროში შეიძლება ვსარგებლობდეთ თანამედროვე ინჟინერიის მიღწევებით (მიუხედავად ისეთი ტრაგიკული ჩავარდნებისა, როგორიცაა ხიდის ნგრევა გენუაში), მაგრამ ეგრეთწოდებულ მესამე სამყაროს ქვეყნებში საგზაო პირობები მხოლოდ ელემენტარულიდან სახიფათომდე მერყეობს.

ტიპიური მაგალითი იმისა, თუ რა ხდება პლანეტის ზოგიერთ, განსაკუთრებით შორეულ რაიონებში, არის ხიდი, რომელსაც ფოტოებში ხედავთ.

ეს არის ხისგან და ლითონისგან დამზადებული ნაგებობა, სხვა ელემენტები უცნობია, რომელიც ფაქტიურად ჰაერშია ჩამოკიდებული.

ალამის ხიდი მდებარეობს პაკისტანში და აშენდა 1978 წელს. ის კვეთს მდინარე გილგიტს და 300 მეტრი სიგრძისაა, მასზე  გავლისას კი მძღოლებს სული კბილებით უჭირავთ.

როგორც ჩანს, ხიდზე გადასვლა ძლიერ ნერვებსა და დიდ იღბალს მოითხოვს, ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უსაფრთხოებისთვის გამოსავალი იპოვა-პოლიცია აფრთხილებს მძღოლებს არ გადააჭარბონ სიჩქარეს, ხოლო ხიდზე გამვლელი სატვირთო მანქანების წონა არ უნდა აღემატებოდეს 20 ტონას.

რაც შეეხება მომავალს, ხელისუფლება მოსახლეობას პირდება ნორმალური და უსაფრთხო ხიდის აშენებას, რადგან ტერიტორია უღელტეხილიანია და ეს საშინელი ხიდი ერთადერთი გზაა მდინარის ორი ნაპირის დასაკავშირებლად

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *