Latest news
გულიც რომ ეთხოვათ მივცემდი - აცხადებს დედა, რომელმაც შვილს ღვიძლი გადაუნერგა ბავშვებს სხეულზე აღმოაჩნდათ სიგარეტისგან მიყენებული დამწვრობები და მარკერით ნაჯღაბნები კრეტა: ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრიტანელი ტურისტი კუნძულზე ჩაფრენისთანავე დაესხა თავს მეუღლეს 17 წლის ბიჭმა 50 წლის კაცი უმოწყალოდ სცემა - დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს ხვალიდან ატმოსფეროში აფრიკული მტვერი ბრუნდება 20 მაისს პროკურორის წინაშე წარსდგება 32 წლის ქალი, რომელიც შვილების სხეულებზე აღმოჩენილი სიგარეტის დ... კვირა ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატებით დაიწყო ლარისა: საავადმყოფოში შესამოწმებლად მისულ 5 და 6 წლის ბავშვებს სხეულის არეში დამწვრობები აღმოაჩნდათ ... კაცი მიტოვებულ სარდაფში ჩამომხრჩვალი იპოვეს - გამოძიება ვარაუდობს რომ ცხედარი სარდაფში 6 დღის განმავ... ავტომანქანა 40 წლის კურიერს შეეჯახა და ადგილიდან მიიმალა
ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
საბერძნეთი

სავალდებულო დაზღვევა, My DATA, POS-ნაღდი ფული მხოლოდ 500 ევრომდე

საბერძნეთის მთავრობა გადასახადებისგან თავის არიდების წინააღმდეგ “უსაფრთხოების ზომებს” იღებს.

მას შემდეგ, რაც ქვითრების გაცემასთან დაკავშირებით დარღვევები დაფიქსირდა, შესაბამისი უწყებების მიერ კონტროლის  ქვეშ მოექცევა ნაღდი ფულით განხორხიელებული ყველა ტრანზაქცია.

თუმცა, ბიზნესმენებმა და კერძო მეწარმეებმაც უნდა მიიღონ საკუთარი ზომები, რათა დროულად მოემზადონ და თავიდან აიცილონ სიურპრიზები 2024 წლის დასაწყისიდან, როცა ახალი ზომების უმეტესობა ამოქმედდება.

პრემიერ- მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ახალი საგადასახადო კანონპროექტით, რომელიც პარლამენტს ეროვნული ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ ოქტომბრის თვეში წარედგინება, მომხმარებელსა და ბიზნესმენს შორის ნაღდი ფულით ანგარიშსწორება დასაშვები იქნება მხოლოდ მაქსიმუმ 500 ევროს ფარგლებში.

აღნიშნული აკრძალვა უკვე მოქმედებს, მაგრამ 100 ევროს ოდენობის ჯარიმა თითოეულ დარღვევაზე არ აღმოჩნდა შემაკავებელი ფაქტორი. ამიერიდან ვინც 500 ევროზე მეტი ოდენობის თანხას ბანკის ნაცვლად მიიღებს პირადი ანგარიშსწორებით, გადაიხდის ჯარიმას მიღებული თანხის გაორმაგებულ ოდენობას. მაგალითად, თუ ანგარიშსწორებისას გადახდილი იქნა ნაღდი ფულადი თანხა 1000 ევროს ოდენობით, შესაბამისად ჯარიმა შეადგენს 2000 ევროს.

ყველა ბიზნეს ორგანიზაცია, თუ კერძო მეწარმე გამონაკლისის გარეშე საცალო კლიენტებთან ანგარიშსწორებისას გამოიყენებენ POS-ს ბარათით გადახდის სისტემას.

შესაბამისად მათთვის ვინც არ ახორციელებს საცალო ტრანზაქციებს,  ყველა პროფესიული ბიზნეს ტრანზაქციების ხარჯები გამონაკლისის გარეშე, ელექტრონულად უნდა იყოს დეკლარირებული MyDATA-ში.

ყველაფერი რაც არ იქნება დეკლარირებული, არ იქნება აღიარებული როგორც ხარჯი და გამოიქვითება წლიური მოგებიდან.

ასევე ყველა სალარო აპარატი ავტომატურად  იქნება დაკავშირებული POS- თან, რათა ბარათით გადახდისას ქვითარი არ “დაიკარგოს”.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *