საზოგადოებრივ ტრანსპორტში 49 წლის კაცი მგზავრს დანით დაეუქმა – პოლიციამ დამნაშავე ადგილზევე დააკავა
საზოგადოებრივ ტრანსპორტში 49 წლის კაცი მგზავრს დანით დაეუქმა – პოლიციამ დამნაშავე ადგილზევე დააკავა
ჯოჯოხეთური წუთების გავლა მოუწია 29 წლის გოგოს ორშაბათს შუადღეს, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას მისთვის უცნობმა კაცმა ჯერ დაჟინებით ყურება დაუწყო, შემდეგ კი დანით დაემუქრა.
შემთხვევა აეროპორტი-ანო ლიოსიას ხაზზე მოხდა.
“გამიკვირდა და შევშინდი ასე დაჟინებით რომ დამიწყო ყურება. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ჩანთიდან დანა ამოიღო და დამანახა. შოკში ჩავვარდი.” – აცხადებს დაზარალებული.
პოლიციასთან მიცემულ ჩვენებაში გოგონამ განაცხადა, რომ შეეშინდა და ვაგონის უკანა ნაწილში გაიქცა.
დამნაშავე სამოქალაქო ფორმაში გადაცმულმა პოლიციელებმა დააკავეს.
დაკავებულს პროკურორთან გადაიყვანენ დაკითხვაზე.
Facebook Comments Box
