სალამინაში 43 წლის ქალის მოკვლის შემდეგ 71 წლის მამაკაცი კერაცინში ყავაზე წავიდა.
სალამინაში 43 წლის ქალის მოკვლის შემდეგ 71 წლის მამაკაცი კერაცინში ყავაზე წავიდა.
ვიდეოში რომელიც ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება ჩანს მამაკაცი, რომელიც მშვიდად მიირთმევს ყავას, თითქოს და ცუდი არაფერი მომხდარა.
ახალ ვიდეოდოკუმენტს 71 წლის მამაკაცის მოძრაობებით სალამინაში მისი 43 წლის პარტნიორის მკვლელობის შემდეგ protothema.gr ავრცელებს.
კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი 43 წლის ქალის მკვლელობიდან რამდენიმე საათის შემდეგ კერაცინიში ყავას მშვიდად სვამს, თითქოს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. მტკიცე და ცივი. ზუსტად ისეთი, როგორიც წარსდგა პოლიციაში და აღიარა დანაშაული.
71 წლის მამაკაცს არც სინანულის კვალი გამოუჩენია თავისი ამაზრზენი საქციელის გამო და არც სიტყვებს იკავებდა. “მე ის სხვასთან დავიჭირე, გავგიჟდი და მისი მოკვლა გადავწყვიტე”, – ამტკიცებდა ის.
კითხვაზე, რატომ არ აირჩია მისი დატოვება მკვლელობის ნაცვლად, მამაკაცმა უპასუხა: „რატომ უნდა მივატოვო? ამდენი წლის შემდეგ რაც ჩვენ ერთად ვართ უნდა ეღალატა? ასე უნდა მომქცეოდა?. როგორ გამიკეთა ეს?“, და დასძინა, რომ გრძნობდა რომ მსხვერპლმა მას დასცინა თავისი ქმედებებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება დანაშაულის იარაღს, კარაბინს, რომელსაც უკანონოდ ფლობდა, 71 წლის მამაკაცი ამტკიცებდა, რომ ის ალბანელისგან მოიძია, რომელიც კუნძულის ბაზარში მუშაობს.