სალონიკის მოსახლეობა კიდევ 2 დღით შეძლებს მეტროთი უფასოდ სარგებლობას
სალონიკის მოსახლეობა კიდევ 2 დღით შეძლებს მეტროთი უფასოდ სარგებლობას
სალონიკში ახლად გახსნილი მეტრო ქალაქის მოსახლეობასა და ტურისტებს უფასო მომსახურებას კიდევ 2 დღით სთავაზობს. კვირას 5 იანვარსა და ორშაბათს, 6 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე სალონიკის მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა უფასოდ გადაადგილდეს მეტროს საშუალებით.
საბერძნეთის რკინიგზის სადგურების პრესსამსახურის მიერ გაკეთებული იმფორმაციის თანახმად: “საშობაო არდადეგებისა და თანმდევი დღესასწაულების შედეგად საგრძნობლად გაზრდილი მგზავრთა რაოდენობის გამო, რომლებსაც სურთ გადაადგილდნენ ქალაქის ერთი წერტილიდან მეორეში, საშუალებას ვაძლევთ სალონიკის მოსახლეობას კიდევ 2 დღით ჰქონდეთ უფასოდ წვდომა მეტროსადგურებზე.”
Facebook Comments Box