Latest news
ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
საბერძნეთიჯანმრთელობა

სალონიკის ფარმაცევტთა კორპორაციამ მეხანძრეებს უფასო ნიღბები და თვალის წვეთები გადასცა

სალონიკის ფარმაცევტთა კორპორაციამ მეხანძრეებს უფასო ნიღბები და თვალის წვეთები გადასცა

3 000 დამცავი ნიღბები, 600 თვალის წვეთი და 150 შეკვრა სველი ხელსახოცი გადასცა სალონიკის ფარმაცევთა კორპორაციამ მეხანძრეებს, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად უკვე მესამე დღეა იბრძვიან.

“არ შეგვეძლო მშვიდად გვედევნებინა თვალ-ყური ათენში განვითარებული მოვლენებისთვის და რეაგირების გარეშე დაგვეტოვებინა მეხანძრეთა თავდაუზოგავი შრომა, რომლებიც უთანასწორო ბრძოლაში არიან გამძვინვარებულ ხანძართან, ადგილობრივი მოსახლეობისა და მათი ქონების გადასარჩენად. პირველადი დახმარების ნივთებით დატვირთული სატვირთო მანქანა დღეს დილით დაიძრა და დღის განმავლობაში გადასცემს აღნიშნულ ნივთებს სახანძრო სამსახურს.” – განაცხადა სალონიკის ფარმაცევტთა კორპორაციის წარმომადგენელმა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *