სალონიკი: ავტობუსების შეჯახების შედეგად 5 მგზავრი დაშავდა
სალონიკი: ავტობუსების შეჯახების შედეგად 5 მგზავრი დაშავდა
რამდენიმე საათის წინ სალონიკში 2 ავტობუსი შეეჯახა ერთმანეთს.
ავტოსაგზაო შემთხვევა დილის 09:30 საათზე მოხდა კარამანლის გამზირზე.
ავარიის გამომწვევი მიზეზები გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა სამართალდამცავი ორგანოები მომხდართან დაკავშირებულ დეტალებს დღის განმავლობაში გაასაჯაროვებენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საჯარო სატრანსპორტო საშუალებების შეჯახების შედეგად 5 მგზავრი მსუბუქად დაშავდა.
შემთხვევის ადგილას გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ხუთივე მგზავრი გადაიყვანა საავადმყოფოში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაშავებულების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
Facebook Comments Box