სალონიკი: ავტომანქანა წყვილს პატარა ბავშვით დაეჯახა
სალონიკი: ავტომანქანა წყვილს პატარა ბავშვით დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა სალონიკში ოთხშაბათს დილით, როდესაც ავტომანქანა დაეჯახა წყვილს, რომელსაც თან ახლდა არასრულწლოვანი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უბედური შემთხვევა დილის 11:00 საათზე მოხდა აეროპორტთან ახლოს, სალონიკი-პოლიღირუს ეროვნულ გზატკეცილზე.
გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო ავტომანქანის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და წვილს და ბავშვს დაეჯახა. შეჯახების შედეგად წყვილი მძიმედ დაშავდა, ბავშვს კი მიყენებული აქვს მსუბუქი სხეულის დაზიანებები.
Facebook Comments Box