სალონიკი: ავტოსაგზაო შემთხვევამ 22 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა
სალონიკი: ავტოსაგზაო შემთხვევამ 22 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა
ორშაბათს ღამით სალონიკში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 22 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა.
უბედური შემთხვევა, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო, ღეორღიკის სხოლის გამზირზე საღამოს 20:00 საათზე მოხდა. ავტომანქანა, რომელსაც ახალგაზრდა მართავდა გზიდან გადავარდა და გზის დამცავ ჯებირებს შეეჯახა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მალევე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ავარიის შედეგად მიღებული ტრავმების გამო დამძიმდა და გარდაიცვალა.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.
Facebook Comments Box