სალონიკი: ავტოსაგზაო შემთხვევამ მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა
სალონიკი: ავტოსაგზაო შემთხვევამ მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა
დღეს გამთენიისას სალონიკში, კერძოდ ტაღარადესში გზაზე მიმავალი ავტომანქანის მძღოლმა გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო საჭეზე კონტროლი დაკარგა, სავალი ნაწილიდან გადავარდა და გზის ჯებირებს შეეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად 30 წლის მძღოლი სასიკვდილოდ დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე 4 მეხანძრე 2 სახანძრო მანქანით მივიდა. დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიციაც, თუმცა დაშავებულისთვის ყოველგვარი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა უკვე დაგვიანებული იყო.
Facebook Comments Box