სალონიკი: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა
სალონიკი: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა
სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ 20 და 22 წლის ახალგაზრდებს, რომლებმაც ცრუ ჩვენება მისცეს პოლიციას იმასთან დაკავშირებით თუ ვინ მართავდა ავტომანქანას.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გუშინ დილით ტუბას მიმდებარე ტერიტორიაზე, დაკავებულები, 20 წლის ბიჭი და 22 წლის გოგონა, მანქანით გადაადგილებისას შეეჯახნენ ავტომანქანას, რის შედეგადაც დაშავდნენ 64 წლის მძღოლი და მისი არასრულწლოვანი შვილი.
თავდაპირველად პოლიციის თანამშრომლებს დაკავებულებმა ცრუ ჩვენებმა მისცეს. ჩვენების თანახმად მანქანას 22 წლის გოგონა მართავდა და სწორედ მან გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევაც, თუმცა მოგვიანებით დადგინდა რომ მანქანას 20 წლის ბიჭი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და სწორედ ეს იყო ავარიის გამომწვევი მიზეზიც.