სალონიკი: არასრულწლოვნებს თავს 7 ახალგაზრდა დაესხა
სალონიკი: არასრულწლოვნებს თავს 7 ახალგაზრდა დაესხა
ხულიგნური ქვეგრძნობით ჩადენილი დანაშაულის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ხუთშაბათს ღამით სალონიკში.
3 არასრულწლოვანს, რომლებიც კონსტანტინუ კარამანლის ქუჩაზე საყვარელი საფეხბურთო ნაკრების სტიკერებს აკრავდნენ, თავს 7 ახალგაზრდა დაესხა, რომელთა ასაკიც 14-დან 16 წლამდე მერყეობს.
თავდასხმის შედეგად 16 წლის ბიჭის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული და აღენიშებოდა სისხლდენა ცხვირიდან და ტუჩიდან.
thesstoday.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პოლიციამ დააკავა როგორც თავდამსხმელები, ასევე მათი მშობლებიც.
დაკავებულები მშობლებთან ერთად პროკურორის წინაშე წარსდგებიან დაკითხვაზე.
Facebook Comments Box