სალონიკი: ახალგაზრდების სახიფათო თამაშები – სოც.მედიაში შემაშფოთებელი ვიდეოკადრები ვრცელდება
სალონიკი: ახალგაზრდების სახიფათო თამაშები – სოც.მედიაში შემაშფოთებელი ვიდეოკადრები ვრცელდება
შემაშფოთებელმა ვიდეო კადრებმა მოიცვა სოც.მედია, რომელშიც ჩანს, თუ როგორ შეახტნენ მოძრავ ავტობუსს ახალგაზრდები. არასრულწლოვნები ავტობუსის უკანა ნაწილს ეკიდებიან და მაშინ, როცა ავტობუსი გაჩერებაზე ჩერდება მიწაზე ეშვებიან, რომ შეისვენონ და ავტობუსის დაძვრისთანავე ისევ ჩამოეკიდონ ტრანსპორტს გზის გასაგრძელებლად.
რამდენადაც ვიდეო მასალაში ჩანს, ავტობუსის მძღოლი ვერ ხედავს ტრანსპორტის იმ ნაწილს, სადაც ახალგაზრდები ხელით არიან მოჭიდებულნი და საფრთხეს უქმნიან საკუთარ სიცოცხლეს.
ვიდეო ეგნატიას ქუჩაზე გამვლელებმა გადაიღეს.
Facebook Comments Box