სალონიკი: ბოროტმოქმედებმა 1 საათში ბენზინგასამართი სადგური და კაფე გაძარცვეს
სალონიკი: ბოროტმოქმედებმა 1 საათში ბენზინგასამართი სადგური და კაფე გაძარცვეს
3 ახალგაზრდა საბერძნეთის მოქალაქე, რომელთა ასაკიც 17 წლიდან 20 წლამდე მერყეობს, პოლიციამ ორშაბათს გამთენიისას სალონიკში დააკავა.
სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად კვირას, 17 ნოემბერს ღამით, დაკავებულები ვასილუდში მდებარე ბენზინ გასამართ სადგურში შეიჭრნენ, სადგურის თანამრომელს დანით დაემუქრნენ და 150 ევრო წაართვეს. დამნაშავეები ამით არ დაკმაყოფილდნენ და ხორტიატში მდებარე კაფე გაძარცვეს, რომლის თანამშრომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და 2000 ევროს ოდენობის თანხა წაართვეს.
Facebook Comments Box