Latest news
დღეს ΟΑΚΑ-ს სცენაზე ლეგენდარული ჯგუფი Metallica იმღერებს მეტრო და ავტობუსები დღეს განსხვავებული განრიგით გადაადგილდებიან 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა ავიაკომპანია Ryanair-ი საბერძნეთის სახელმწიფოსგან საგადასახადო დავალიანების გაყინვას ითხოვს დღეს და ხვალ ათენში საერთაშორისო ველორბოლა გაიმართება ლეფკადა: რომ გვცოდნოდა, რომ დრონზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, ხელს არ მოვკიდებდით -... ოლიმპია კირიკუს გაუჩინარებიდან 30 წელი გავიდა Ryanair-ის კომერციული დირექტორი განცხადებას აქვეყნებს 9 მაისს დაგეგმილი Metallica-ს კონცერტზე დასასწრებად მსენელთათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსაკუთრ... რომელი გზები გადაიკეტება 9 და 10 მაისს საბერძნეთში საერთაშორისო ველორბოლის ფარგლებში
კვირა, მაისი 10, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

სალონიკი: გამკაცრდა ზომები ჩლიქისა და პირის, ე.წ თურქული დაავადების პრევენციისთვის

სალონიკი: გამკაცრდა ზომები ჩლიქისა და პირის, ე.წ თურქული დაავადების პრევენციისთვის

სალონიკის პორტსა და აეროპორტში ტარდება დეზინფექცია, რათა თავიდან იქნას არიდებული ჩლიქისა და პირის ღრუს დაავადების, ე.წ “თურქულის” შესაძლო გავრცელება ლეზვოსიდან, სადაც დაავადების ერთი შემთხვევა უკვე დადასტურდა.

აღნიშნული ვირუსული დაავადება ემართება როგორც მსხვილ რქოსან საქონელს, ღორს, ცხვარს, თხას, გარეულ წყვილჩლიქოსან ცხოველებს, ასევე ფრინველებს, კატებსა და ძაღლებს.

სრულიად შესაძლებელია დაემართოს ადამიანებს, განსაკუთრებით ბავშვებს.

ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა დაავადების კერაში მის სასუნთქ სისტემაში შეიძლება 24-48 საათის განმავლობაში შენარჩუნდეს ვირუსი, ამიტომ ამ პერიოდში მისი ამონასუნთქი ჰაერიდან შეიძლება გავრცელდეს დაავადება კეთილსაიმედო ფერმებში, ასევე ვირუსი მექანიკურად შეიძლება დიდ მანძილზე გადაიტანონ ფრინველებმაც. გამოჯანმრთელებული ცხოველი ვირუსმატარებელი რჩება დიდი ხნის განმავლობაში, ხოლო ვირუსს გარემოში გამოყოფს 28 დღემდე.

ადამიანი თურქულით ავადდება თურქულის ვირუსით ინფიცირებული უმი რძის და მისი პროდუქტების მიღების შედეგად ან დაავადებული ცხოველის მოვლისას (ადამიანს ადამიანისაგან თურქული არ გადაედება).

ინკუბაციური პერიოდი 3–8 დღე გრძელდება. დაავადება იწყება შემცივნებით, თავის, წელისა და სახსრების ტკივილით, ტემპერატურა 38°C-მდე მატულობს. 2–3 დღის შემდეგ პირის, ენის, ხახის, ლოყებისა და ტუჩების ლორწოვან გარსზე ჩნდება სეროზული სითხით ამოვსებული აფთები, რომლებიც მალე სკდება და მტკივნეულ წყლულებს ტოვებს. პირის ღრუ გაწითლებული და შესივებულია, ავადმყოფს უჭირს ღეჭვა, ყლაპვა და ლაპარაკი, ნერწყვის დენა გაძლიერებულია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *