სალონიკი: დღეიდან მეტრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას
სალონიკი: დღეიდან მეტრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას
ორშაბათიდან, 8 დეკემბრიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სალონიკის მეტრო.
მთავარი ხაზის ხელახლა გახსნის გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის სადღესასწაულო პერიოდში ტრანსპორტის გამოყენების აუცილებლობის გამო მიიღეს. მეტროს უპრობლემოდ ფუნქციონირება თავდაპირველად დაგეგმილზე 3 დღით ადრე კი შესაძლებელი გახდა გაერთიანებული ქსელის სისტემისა და მატარებლების ტესტირების პირველი ძირითადი ციკლის წარმატებით და უფრო სწრაფად დასრულების წყალობით, რის შედეგადაც მეტროს ხაზი კალამარიამდე გაფართოვდა.
მეტროს მთავარი ხაზი 8 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით შემდეგი მიმართულებებით იმოძრავებს:
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 06:30 საათიდან 23:00 საათამდე.
- შაბათ-კვირა – დილის 08:00 საათიდან 23:00 საათამდე.
ხოლო 21 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით კი:
- ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით დილის 05:30 საათიდან ღამის 00:30 საათამდე.
- პარასკევი-შაბათი დილის 05:30 საათიდან ღამის 02:00 საათამდე.
Facebook Comments Box
