Latest news
იოანინა: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 წლის მოტოციკლეტისტი მძიმედ დაშავდა ევია: ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა გლიფადაში ბავშვის გატაცება სცადეს პოლიციამ დააკავა 17 წლის ბიჭი, რომელიც დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან ერთად მოხუცებულებს ძარცვავდა სალონიკი: ახალგაზრდების სახიფათო თამაშები - სოც.მედიაში შემაშფოთებელი ვიდეოკადრები ვრცელდება კადრები ტაქსისტების საპროტესტო მსვლელობიდან ტაქსის მძღოლების გაფიცვა 15:00 საათამდე გასტანს ფლორინა: 14 წლის ბიჭს ბრალი 7 წლის ბიძაშვილის გაუპატიურებაში ედება სალონიკი: პოლიციამ 17 წლის ბიჭი მინი-მარკეტის გაძარცვისთვის დააკავა კლიმატური ცვლილებების გავლენა საბერძნეთზე - იანვრის თვის ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელმა 3 გრადუსზ...
პარასკევი, იანვარი 24, 2025
დღესასწაულებისაბერძნეთი

სალონიკი: თოვლის ბაბუები საავადმყოფოს სახურავიდან დაეშვნენ და პაციენტებს საჩუქრები დაურიგეს

სალონიკი: თოვლის ბაბუები საავადმყოფოს სახურავიდან დაეშვნენ და პაციენტებს საჩუქრები დაურიგეს

ბავშვებმა, რომლებიც ΑΧΕΠΑ-ს საავადმყოფოს პედიატრიულ და პედოონკოლოგიურ დეპარტამენტებში გადიან მკურნალობას, დღეს თოვლის ბაბუებისგან საშობაო საჩუქრები მიიღეს. 

სანტა კლაუსების როლი სალონიკის წითელი ჯვრის მოხალისეებმა მოირგეს, რომლებიც პალატებში საავადმყოფოს ფანჯრებიდან შევიდნენ და პაციენტებს დაურიგეს საჩუქრები. 

საავადმყოფოსა და წითელი ჯვრის თანამშრომლობის მთავარი მიზანი, არამხოლოდ ბავშვების გახალისება იყო, არამედ მათი ოჯახებისთვის სიყვარულის, ყურადღების, ძალისხმევისა და იმედის მიცემა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მათ ბრძოლას სიცოცხლის გადასარჩენად აზრი ნამდვილად აქვს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *