სალონიკი: კარდიოლოგს ქრთამის აღებისთვის 3 წლით პირობითი მსჯავრი შეეფარდა
სალონიკი: კარდიოლოგს ქრთამის აღებისთვის 3 წლით პირობითი მსჯავრი შეეფარდა
სალონიკის ერთ-ერთი სახელმწიფო საავადმყოფოს კარდიოლოგი ქრთამის აღების ბრალდებით გაასამართლეს.
გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებულმა 2018 წლიდან 2020 წლის ჩათვლით 20 ქრთამი აიღო. ქრთამის ოდენობა 100 ევროდან 5 000 ევრომდე მერყეობდა და ექიმს უხდიდნენ რათა არ გამხდარიყო საჭირო რიგში დგომა ქირურგიული ოპერაციის ჩასატარებლად.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ სცნო, 3 წლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა და ჩამოართვა უნივერსიტეტში სწავლების უფლება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ექიმი სასამართლო პროცესს არ დასწრებია. მისმა ადვოკატებმა კი განაცხადეს, რომ ბრალდებულს ცილს სწამებენ და ის უბრალოდ შეთქმულების მსხვერპლია.
Facebook Comments Box
